მასალების საგამოცდო ლაბორატორია

აიპიემესის დაარსების დღიდანვე უპირველესი პრიორიტეტი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროდუქციის გამოშვება და სამუშაოთა წარმოების უმაღლესი ხარისხი გახდა. გამომდინარე აქედან, კომპანიის მენეჯმენტის ძირითადი ყურადღება ხარისხის ტესტირებისა და მასალების საგამოცდო ლაბორატორიის გამართულ საქმიანობას დაეთმო. აიპიემესის ძირითადი ლაბორატორია კასპის რაიონის სოფელ აღაიანში მდებარეობს. 200 კვ.მ ფართზე მდებარე შენობაში ხელსაწყოები სამუშაოთა წარმოების თანმიმდევრობით თემატურადაა განლაგებული. ხარისხის ტესტირებისა და მასალების საგამოცდო ლაბორატორია ორი ძირითადი ნაწილისაგან შედგება: · წარმოებისათვის საჭირო სამშენებლო მასალების ტესტირების განყოფილება; · გამოშვებული პროდუქციისა და მოწყობილი საფარის ხარისხის მონიტორინგის განყოფილება. ლაბორატორის განყოფილებებად დაყოფა საქმიანობის პრიორიტეტებიდან გამომდინარე მოხდა.

წარმოებისათვის საჭირო სამშენებლო მასალების ტესტირების განყოფილებაში შესაძლებელია: · ინერტული მასალების გამოცდა; · ცემენტ-ბეტონის პროდუქციის შემოწმება; · ასფალტ-ბეტონის ნარევის გამოცდა; · ცემენტ-ბეტონისა და ასფალტ-ბეტონის ნარევის დიზაინების (რეცეპტების) შედგენა-შემუშავება; · ბიტუმის ხარისხის გამოცდა; · გრუნტების ლაბორატორიული კვლევა. გამოშვებული პროდუქციისა და დაგებული საფარის ტესტირების განყოფილება ახორციელებს: · საპროექტო სპეციფიკით გათვალისწინებული სამუშაოების ხარისხიანად წარმოებას და შესაბამისი სტანდარების დაცვას საველე პირობებში; · გრუნტითა და ინერტული მასალებით მოწყობილი საგზაო სამოსის მშენებლობის კონტროლს; · გზის ქვესაგები და საფუძველი ფენის დატკეპნის ხარისხს და მზიდუნარიანობის ადგილზე დადგენას; · გზის საფარის გრძივი და განივი ქანობების შემოწმებას; · მიწის ვაკისის ყრილისა და ჭრილის ფერდის დახრის განსაზღვრას; · გზის სამოსის ზედაპირის სისწორის და ტალღოვნობის დადგენას; · ასფალტ-ბეტონის საფარის სიმკვრივის, ფორიანობისა და დატკეპვნის ხარისხის განსაზღვრას. ხარისხის ტესტირებისა და მასალების საგამოცდო ლაბორატორიას შეუძლია ზემოთაღნიშნული ლაბორატორიული კვლევები და ტესტირებები განახორციელოს მსოფლიოში აპრობირებული EN, BS, ASTM, GOST ნორმატივებითა და სტანდარტებით. აგარა-ზემო ოსიაურის ლაბორატორია აიპიემესი უზრუნველყოფს:

  • გრუნტების ტესტირებას;
  • ინერტული მასალების ტესტირებას;
  • ცემენტ-ბეტონის ტესტირებას;
  • ასფალტ-ბეტონის ტესტირებას;

აბორატორიაში საქმიანობა მიმდინარეობს 2 მიმართულებით – საველე სამუშაოები და შიდა ლაბორატორიული სამუშაოები.

ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, რომელიც კომპანიამ შეისყიდა იტალიიდან, ამერიკიდან და გერმანიიდან.

ლაბორატორიაში ტესტირებები მიმდინარეობს როგორც პოსტსაბჭოთა დროინდელი ნორმატივებით, ასევე ევრონორმებით, ბრიტანული და ამერიკული სტანდარტებით.

თანამედროვე აპარატურის შეძენამ დააჩქარა მასალების ტესტირების პროცესი და შესაბამისად ეფექტური გახადა მშენებლობაში ხარისხის კონტროლი.

აღაიანის გარდა, აიპიემესს სტაციონალური ლაბორატორიები ოზურგეთის რაიონშიც აქვს. ველზე დაკვეთების არსებობის შემთხვევაში მოძრავი საველე ლაბორატორიის მოწყობა საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე დროის უმოკლეს პერიოდში არის შესაძლებელი.