კომპანიის შესახებ
კომპანის აიპიემეს 2014 წლიდან მუშაობს კავკასიის ბაზარზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე.
კომპანის აიპიემეს 2014 წლიდან მუშაობს კავკასიის ბაზარზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე.
კომპანია “აიპიემესი” წარმატებით ოპერირებს საქართველოს და ამიერკავკასიის სამშენებლო ბაზარზე. მისი საქმიანობის სფეროები მოიცავს როგორც ინდუსტრიულ პროექტებს (გზების, გვირაბებისა და ჰესების მშენებლობას), ასევე მულტიფუნქციური და საცხოვრებელი შენობების პროექტირებასა და მშენებლობას.
კომპანიას გააჩნია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ტექნოლოგიური ბაზები და სამშენებლო ტექნიკა, კერძოდ: ასფალტის ქარხნები, სტაციონალური და მობილური ქვის სამტვრევი დანადგარები, ბეტონისა და მობილური ბეტონის ქარხნები, ბეტონის კონსტრუქციების ქარხანა, ბეტონის ნაკეთობათა, ქვაფენილისა და ბორდიურების საამქრო, სპირალური მილების საამქრო და ხარისხის კონტროლის შესამოწმებელი თანამდეროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია.
კომპანიაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პერსონალის მუშაობისა და დასვენების კომფორტული პირობების შექმნას. არსებობს ტექნიკური პერსონალის ტრენინგისა და სწავლების ბაზაც, სადაც კომპანიის თანამშრომლები და დამწყები სპეციალისტები ეუფლებიან სხვადასხვა სპეციალობას.
კომპანია აიპიემსი ეი დაფუნძნდა 2014 წელს. გამომდინარე მისი პროფესიონალი მმართველი გუნდიდად და ასევე იმ პროფესიონალებით, რომლებითაც კომპანია არის დაკომპლექტებული კომპანიამ ძალიან მალე შეძლო წამყვანი პოზიციის დაკავება კავკასიის ბაზარზე.
კომპანიის პროფესიონალ თანამშრომელთა გუნდი წლების განმავლობაში მუშაობდნენ მსგავს სფეროებში სხვადასწვა წამყვან ორგანიზაციებში, რაც აიპიემსი-ს წარმატების გარდაუვალი პირობა გახდა.
კომპანიის მონაწილეობა ისეთ მსოფლიო სტრატეგიის მაშტაბის მქონე პროექტებში, როგორიცაა: აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური პროექტები – პროექტი (E60-E70), რომელიც წარმოადგენს საკვანძო დერეფანს საერთაშორისო ვაჭრობისთვის, ევროპასა და აზიას შორის.
ამ პროექტებს შორის არის ე.წ. საუკუნის პროექტი, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი (ჩუმათელეთი-არგვეთა). ჯამში, რვავე მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებზე 3 192 ადამიანია დასაქმებული. კომპანია აიპიემსი სიამაყით წარმოადგენს ერთ ერთ წამყვან კომპანიას რომელიც ამ საუკუნის პროექტში მონაწილეობს. კომპანიის ძირითადი მიმართულებიდან გამომდინარე – გზები, ხიდების და გვირაბების მშენებლობა – ჩვენ წამყვანი ფუნქცია გვაკისრია ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში.
ასევე აღსანიშნავია კომპანიის მონაწილეობა ლაჩინის დერეფანის მაგისტრალის მშენებლობაში. პროექტი, რომელიც აკავშირებს სასომხეთსა და აზერბაიჯანს. კომპანიამ მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღო ამ პროექტის განხორციელებაში და მათ სომეხ კოლეგებთან ერთად განახორციელა რამდენიმე ათეული ხიდის და გვირაბის შენებლობა.
კომპანია მომავალშიც გეგმავს გლობალური მაშტაბის სამშენებლო პროექტებიში მონაწილეობას.
16 ვაჟა ფშაველას გამზირი, 0160, თბილისი
+995 32 242 17 55
info@ipms.com.ge